25/10/2021
14:45
პოლიტიკა
მისი თქმით, არ სჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს, მიხეილ სააკაშვილს ციხეში რაიმე დაემართოს.
„არ ვარ დარწმუნებული, რომ კონკრეტული წყარო ზუსტია და მიხეილ სააკაშვილს არაფერი ემუქრება, ან პირიქით, კრიტიკულ სიტუაციაშია. მგონი, არც ერთი არის სიმართლე. თუ იდეაში, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მაშინ სადმე, საზღვარგარეთ გაუშვან და ეს პრობლემა დავასრულოთ. არ მჯერა, რომ „ქართული ოცნების“ ინტერესში შედის, რომ სააკაშვილს ციხეში რაღაც დაემართოს. თუ იმას დავუშვებთ, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკული არაა, მაშინ „ქართული ოცნების“ პოზიცია გასაგები ხდება, რატომ უნდა შეუქმნას სპეციფიკური პირობები განსაკუთრებით მეორე ტურის წინ. ეს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა შეიძლება სისუსტედ აღიქვას. თუ მისი მდგომარეობა კრიტიკულია, მჯერა, რომ ციხესთან არსებული საავადმყოფო მომსახურებისთვის იდეალური არ არის. ინფორმაციის სანდო წყარო არ მაქვს, არ მჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა, სააკაშვილი ციხეში მოკვდეს. უამრავი მაგალითია, როცა ადამიანები ხანგრძლივი დროის განმავლობაში შიმშილობდნენ. მართლა მაინტერესებს, საქმე რაშია, მაგრამ სამწუხაროდ, მედიაში ისეთი პოლარიზაციაა, გააჩნია, რომელ არხს ჩართავ – ერთ არხზე ლამის მოკვდა სააკაშვილი და მეორე არხზე საერთოდ არაფერი ხდება, არ ვიცი, რა გავარკვიო და ვის ვენდო“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
0
0