08/05/2022
16:35
პოლიტიკა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, „ქართული ოცნების“ დეპუტატის ნინო წილოსანის მიერ „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება:
„არ მიყვარს ხოლმე საყოველთაო გმობაში ჩართვა მაგრამ ამას ვერ გავატარებ “თუ არ ჩავთვლით ოკუპაციას”, თუ არ ჩავთვლით სატვირთო თვითმფრინავებით გამოყრილ ქართველებს, თუ არ ჩავთვლით გაბულდოზერებულ ქართულ სოფლებს, თუ არ ჩავთვლით საკუთარ სამშობლოში ნაწამებ არჩილ ტატუნაშვილს და გიგა ოთხოზორიას, ათასობით მისნაირად ტვინმოწამლულ ქართველს რომელსაც შეუძლია თქვას “თუ არ ჩავთვლით ოკუპაციას”, აღარაფერს ვამბობ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ეთნიკურ წმენდაზე, მისნაირი რეგვენების წყალობით, მორიგი ოკუპაციის და ომის შანტაჟის ქვეშ ქვეყნის განვითარების პარალიზებაზე ….
თუმცა ალბათ არც ოჯახში ეცალათ პატარა რომ იყო აეხსნათ, სავარაუდოდ მხოლოდ ქვეყნისთვის ზიანის მიყენებით იყვნენ დაკავებული რაც პროკურატურაში არსებული საქმეებით ჩანს და ასე გაიზარდა.
აქამდე მეგონა უბრალოდ #1 ბრიყვად ყავდათ დანიშნული, სასაცილო თოჯინად“.
0
0