
მქონდა უდიდესი პრივილეგია, ჰოთსფოთი ანანო ცინცაბაძესთან ერთად გამეხსნა, ეს ყველაფერია, რაც ამ ეტაპზე შემიძლია, ვთქვა, – ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ „იმედის“ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც აქტივისტ ანანო ცინცაბაძეს შეეხებოდა.
ელჩის თქმით, მან იცის, რომ ანანო ცინცაბაძე აქტივისტია და აღნიშნა, რომ ჰქონდა პატივი, ჰოთსფოთი მასთან ერთად გაეხსნა.
„ეს ქალბატონი პირველად ვნახე იმ დღეს. ვიცი, რომ აქტივისტია. მე მქონდა უდიდესი პრივილეგია, ის ჰოთსფოთი მასთან ერთად გამეხსნა. ეს ყველაფერია, რაც ამ ეტაპზე შემიძლია, ვთქვა. თუ მომცემთ უფლებას, გთხოვოთ, რომ აღარ გამომყვეთ, აღარ ამედევნოთ და თავს არ დამესხათ, ეს იქნებოდა აბსოლუტურად შესანიშნავი. განსაკუთრებით ახლა, 4 ოქტომბრამდე, საქართველოში ძალზე დაძაბულ გარემოში. არ მინდა, რომ აღმოვჩნდე საარჩევნო კამპანიაში ჩათრეული. გმადლობთ. იმედს ვიტოვებ, ეს თქვენს კითხვაზე ამომწურავი პასუხი იყო. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობა, რომლის ხელმძღვანელიც ვარ, ყოველთვის ვპასუხობდით კითხვებს იმ პირობით, რომ ეს იყო პატიოსანი კითხვები. თუ გამომიგზავნით კითხვას, ბატონო ელჩო, რატომ ხართ სპილო? ასეთ კითხვას ვერ ვუპასუხებ. გმადლობთ. დღევანდელ ღონისძიებაზე ვარ დიპლომატიური საზოგადოების ყველა სხვა კოლეგასთან ერთად საუდის არაბეთის ეროვნული დღის აღსანიშნავად. ესაა და ეს. ვასრულებ ჩემს სამუშაოს. გვაქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობა საუდის არაბეთთან. მე პირადად ვმეგობრობ საუდის არაბეთის ელჩთან საქართველოში და აქ ვართ საუდის არაბეთის ეროვნული დღის აღსანიშნავად. გმადლობთ“, – განაცხადა ელჩმა.
0
0