
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Time-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინაში ომის დასრულების შესაძლო გზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დარჩება.
„ყირიმი რუსეთს დარჩება. ზელენსკი ამას ხვდება და ამას ყველა ხვდება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის განცხადებით, ყირიმის საკითხი დაკავშირებულია ობამას ადმინისტრაციასთან.
„ეს ობამას ომია. ეს ომი არასდროს უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინა ვერასდროს შეძლებს ნატო-ში გაწევრიანებას.
„არ მგონია, რომ უკრაინა ოდესმე შეძლებს ნატო-ში გაწევრიანებას. პირველივე დღიდან მგონია, რომ ეს იყო ის, რამაც ომის დაწყება გამოიწვია – როცა დაიწყეს საუბარი ნატო-ში გაწევრიანებაზე“, – აღნიშნა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიისას გაკეთებული განცხადება ომის პირველივე დღეს დასრულების შესახებ იყო გადაჭარბებული და ნაწილობრივ ხუმრობით ნათქვამი.
„ეს გადაჭარბებით ვთქვი. ცხადია, ხალხმა იცის, რომ ეს ხუმრობით ითქვა, მაგრამ ასევე ითქვა, რომ ომი დასრულდება“, – განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ იწელება პროცესი, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება.
„მე არ მგონია, რომ ეს დიდხანს გრძელდება. აქ სამი თვეა ვარ, ეს ომი კი სამი წელია გრძელდება. ეს ბაიდენის ომია, არა ჩემი“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
0
0
ოზურგეთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
25/04/2025