02/06/2022
22:17
პოლიტიკა
ჩვენ ძალიან დიდი გზა გავიარეთ აქამდე. არ შეიძლება მხოლოდ ბოლო ერთი წლის ნათქვამი და შეცდომები იყოს გადამწყვეტი ასეთ გრძელ გზაზე, არ შეიძლება ჩვენ ამ გზიდან გვერდზე დავრჩეთ. არ მგონია, რომ გაგვრიყონ დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესაძლო მინიჭების საკითხზე საუბრისას, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
„კომისიის პირველი შეფასება, ალბათ იქნება კრიტიკული ზოგ ასპექტებზე, მაგალითად, სასამართლო რეფორმაზე, იმ ყველაფერზე, რაც ჩაწერილი იყო შარლ მიშელის დოკუმენტში, - ამაზე შეიძლება იყოს კრიტიკული. მაინც იმედს ვიტოვებ, რომ შემდგომი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული ევროპული საბჭოს მიერ, უფრო გათვალისწინებული იქნება გეოპოლიტიკური სიტუაცია და არა მხოლოდ ის შეცდომები, ზოგადად იქნება საქართველოს მდგომარეობა დღევანდელ დღეს. ის ფაქტი, რომ მოსახლეობა მთლიანად არის მიმართული ევროპისკენ, ჩვენ ძალიან დიდი გზა გავიარეთ აქამდე, არ შეიძლება მხოლოდ ბოლო ერთი წლის ნათქვამი და შეცდომები იყოს გადამწყვეტი ასეთ გრძელ გზაზე, არ შეიძლება ჩვენ ამ გზიდან გვერდზე დავრჩეთ. არ მგონია, რომ გაგვრიყონ დღეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი ბევრი სიტყვიერი თუ საქმით შეცდომების მიუხედავად, გადაწყვეტილება მიღებული იქნება უფრო მაღალ დონეზე და უფრო შორსმჭვრეტელი. დიდი ინტერესი არის ამ რეგიონის მიმართ, ამის მიზიზი იყო შარლ მიშელის ორჯერ ჩამოსვლა ამ ქვეყანაში, ერთ წელიწადში. რაც უფრო იზოლირებული და სანქცირებული არის რუსეთი, ამ რეგიონის მნიშვნელობა იზრდება და მგონია, რომ ეს იქნება ასევე შეფასებული სათანადოდ, ამასაც ექნება თავისი გავლენა ბოლო გადაწყვეტილებაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
0
0