26/07/2024
08:46
პოლიტიკა
ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მიზნით, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიებას, პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ.
"ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილი განცხადებით, არ ეგულება ქვეყანაში ერთი ადამიანიც კი, რომელიც ასეთი ტიპის, თეთრი ძაფით შეკერილ საქმეს რეალურად დაიჯერებს.
მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მთლიანად ერთი კონკრეტული პარტიის კონტროლის ქვეშ არის მოქცეული.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეს უნდა მუშაობდეს იმაზე, რომ ხელისუფლება, რომელიც უზარმაზარი რისკების წინაშე აყენებს ქვეყნის უსაფრთხოებას, ამისგან უნდა იცავდეს ქვეყანას. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ის მთლიანად არის დაქვემდებარებული პარტიულ კონტროლს.
არ მეგულება ქვეყანაში მოქალაქე, რომელიც მსგავსი ტიპის, თეთრი ძაფით შეკერილ ბოდვებს დაიჯერებს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
0
0