-share.jpg)
მგონია, რომ ვინც ცდილობს დააკავშიროს რეგლამენტში წარმოდგენილი ცვლილების ინიციატივა და პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურული საკითხები, არათუ ცდება, არამედ ოდნავ ღრმა ანალიზის შემთხვევაშიც კი აღმოაჩენს, რომ ეს სწორი არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„რეალურად, შეუძლებელია პროცედურული თვალსაზრისით ერთი მეორეს ელოდებოდეს, - მოუსწროს ამ ცვლილებებმა, როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კენჭისყრა გაიმართება. არ ღირს აჟიოტაჟის ატეხა ამ თემაზე, როდესაც ამის ობიექტური მიზეზი არ არის. პირველი არ გახლავთ ეს ცვლილება, რომელიც რეგლამენტში იგეგმება, რამდენჯერმე იყო ასეთი ცვლილება, როდესაც ჩაითვალა, რომ გარკვეული საკითხები მოითხოვს ეფექტიანობის ამაღლების თვალსაზრისით გაუმჯობესებას. შეიძლება ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ამ ყველაფერმა ხელი შეუწყოს მეტ ტრანსფარენტულობას”, - აღნიშნა სარჯველაძემ.
პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ფარული კენჭისყრის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მოხდება. შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში შედის. ახალი ცვლილებებით, ღია კენჭისყრის წესი, მათ შორის, თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზეც გავრცელდება.
0
0
მაკა ბოჭორიშვილი სერბ კოლეგას შეხვდა
15/05/2025