რუსეთის გამარჯვება უკრაინაში არა მხოლოდ უკრაინის, არამედ თავისუფალი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს დასასრული იქნება. აცხადებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტამდე The Wall Street Journal-თან საუბარში გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.
კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთმა უნდა გააგრძელოს კიევის მხარდაჭერა და ნატოს გაძლიერება.
„არ დაუშვათ შეცდომა: რუსეთის გამარჯვება უკრაინაში არა მხოლოდ თავისუფალი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს დასასრული, არამედ მკვეთრად შეცვლის ევროპის სახეს“, - აცხადებს შოლცი.
ამასთან, შოლცი მედიასაშუალებასთან საუბარში ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციის პოტენციური გამარჯვება „სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ლიბერალური მსოფლიოს დღის წესრიგს“.
„რაც უფრო მალე გაიგებს ბატონი პუტინი, რომ ჩვენ ამ საქმეში გრძელვადიან პერსპექტივაში ერთად ვართ, მით უფრო მალე დასრულდება ომი უკრაინაში“, - ამბობს ოლაფ შოლცი.
0
0