
ბათუმში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამას საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლომ პროცესი დახურა.
ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი იცავს.
„არ ჩაუდენია მას ეს დანაშაული, იყენებს დუმილის უფლებას, ასე რომ მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“, - ამბობს დაკავებული მამაკაცის ადვოკატი.
ცნობისთვის, ორი დღის წინ ბათუმში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს.
ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
შვილზე სექსუალური ძალადობის დამტკიცების შემთხვევაში მშობელს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ეს მამისთვის უკვე მეოთხე სასჯელი იქნება, რადგან მამაკაცი სამჯერ უკვე არის ნასამართლევი და საპატიმროც ბოლოს რამდენიმე თვის წინ დატოვა.
0
0