15/06/2023
12:35
პოლიტიკა
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სურს მშვიდობა ან მოლაპარაკებები, რათა დასრულდეს უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომი.
მან აღნიშნა, რომ სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისთვის უკრაინას მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს.
„პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთისგან ვერ ვხედავთ რაიმე ნიშნებს, რომ ისინი რეალურად ემზადებიან მშვიდობისთვის ან რაიმე რეალური მოლაპარაკებისთვის. ამავდროულად, რაც უფრო მეტი ტერიტორია ექნება გათავისუფლებული უკრაინას კონტრშეტევის დროს, მით უფრო ძლიერი იქნება მისი პოზიცია მოლაპარაკების მაგიდაზე.
რაც უფრო წარმატებული იქნება უკრაინის კონტრშეტევა, მით უფრო სავარაუდოა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა გარკვეულ ეტაპზე გააცნობიერებს, რომ ამ ომს ბრძოლის ველზე ვერ მოიგებს და იძულებული იქნება დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
0
0