21/11/2024
13:34
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის პირველივე სხდომაზე შევიდნენ.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციის არჩეულ დეპუტატებს პარლამენტის დატოვება თუ მართლაც სურთ, უნდა დაწერონ განცხადებები უფლებამოსილების ცნობის შემდეგ.
„პირადად ჩემი მოლოდინია, რომ არ არის გამორიცხული, ისინი პირველივე სხდომაზე შემოვიდნენ, ან ბევრი მათგანი პირველივე სხდომაზე შემოვიდეს საქართველოს პარლამენტში, თუმცა ახლა ეს შეიძლება არ იყოს სწორი პროგნოზი. აქ 50/50-ზეა, მაგრამ საბოლოოდ, ისინი გარანტირებულად ფიქრობენ საქართველოს პარლამენტში შემოსვლას, რადგან მათ შეუძლებელია, არ სცოდნოდათ, როდესაც განცხადებები დაწერეს, რომ იმ დროისათვის დაწერილ განცხადებას არანაირი იურიდიული ძალა არ ჰქონდა. რა თქმა უნდა, იციან, მაგრამ თუ მართლა უნდათ პარლამენტის დატოვება, უნდა დაწერონ ახალი განცხადებები მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილებას ცნობს. ასეთის მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს, რადგან სწორედ იმიტომ დაწერეს უფლებამოსილების ცნობამდე მათ განცხადებები, რომ მართლა არ მოუწიოთ პარლამენტის დატოვება და საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა. თუ ასე არ არის, ეს გამოჩნდება სულ რაღაც რამდენიმე დღეში. ისინი ატყუებენ თავის ამომრჩეველს, თითქოს გამორიცხავენ პარლამენტში შემოსვლას. ვნახოთ, როგორ გატეხენ ან არ გატეხენ თავის სიტყვას. მათ შეუძლიათ, ასეთი განცხადებები დაწერონ 25 ნოემბერსვე“, – აღნიშნა მდინარაძემ.
0
0