11/03/2023
12:14
სამხედრო
ზურა გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
"დღეს, 5 საათზე, პარლამენტის წინ არის აქცია ე.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების მოთხოვნით
ეს სისტემა არის მორალისგან დაცლილი ბოროტება, რომელიც მხოლოდ აზიანებს ამ ქვეყნის თავდაცვა-უსაფრთხოებას
არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ორგანიზატორი, ვინ იქნება იქ, ვის რა ტრანსპარანტი ეკავება ხელში, ვინ ჩაიწერს ქულებს და ვინ რა ხასიათზე გაიღვიძებს
არც იმას აქვს მნიშვნელობა რომ რუსული ტიპის რეჟიმს, რომელსაც მხოლოდ ძალის ენა ესმის და რომელსაც ათი წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია ქვეყნის თავდაცვის გაძლიერებისთვის (და ბევრი გააკეთა საპირისპირო მიზნისთვის), ასეთი ტიპის აქციით უკან ვერ დაახევინებ.
პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში სავალდებულო გაწვევის გაუქმების მოთხოვნით შეიძლება შეიკრიბოს ბევრი ადამიანი. თავისთავად ეს შეკრების ფაქტი არის ჩემი აზრით მნიშვნელოვანი ამ თემაზე მომავალი შიდა პოლიტიკური ბრძოლისთვის, როცა ეს რუსული ნაგავი უკვე გატანილი გვექნება ხელისუფლებიდან.
ნუ დაიზარებთ, 5 საათზე, პარლამენტის წინ", წერს "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძეს გუშინ კოვიდი დაუდასტურდა.
ცნობისთვის, დღეს, 11 მარტს, აქცია დააანონსა საპარლამენტო ოპოზიციიდან “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.
0
0