26/12/2024
10:45
მსოფლიო
აქთაუში მომხდარი ავიაკატასტროფის წინასწარი მიზეზის დადგენა შეუძლებელია, – ამის შესახებ ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა კანატ ბოზუმბაევმა განაცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
„თავდაპირველი მიზეზის დადგენაც კი შეუძლებელია, რადგან ამისთვის არსებობენ სპეციალისტები, ჩაატარებენ სამუშაოებს, მაშინ გახდება ნათელი. ახლა ვერაფერს ვიტყვი,“ – განაცხადა მან.
ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ თვითმფრინავი ყაზახეთის საჰაერო სივრცეში ადგილობრივი დროით 11:02 საათზე შევიდა, თუმცა მასთან კავშირი 11:28 საათზე დაიკარგა, ხოლო შემთხვევა 11:37 საათზე მოხდა.
„აზერბაიჯანული ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა და კურსი შეიცვალა, აქთაუს აეროპორტიდან სამ კილომეტრში ჩამოვარდა. ბორტზე 62 მგზავრი და ეკიპაჟს ხუთი წევრი იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა და მიმდინარეობს გამოძიება, თუ რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი. მომხდარის გამო აზერბაიჯანში 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
0
0