აქციის მონაწილეთა ნაწილმა „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლა
03/07/2022
23:25
პოლიტიკა
A-
+A
რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილმა ორგანიზატორების მიმართვის შემდეგ, მმართველი გუნდის ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლა. ამის შესახებ შეკრებილებს მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი მშვენიერაძემ მოუწოდა.
„წინ მე წავალ და 3 ათასი ადამიანი ვდგებით „ქართული ოცნების“ ოფისთან. დანარჩენები ვრჩებით აქ. იქნება პირველი დამოუკიდებელი კერა, სადაც იქნება არაძალადობრივი, მაგრამ მკაცრი აქცია“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
ამასთან, მმართველი გუნდის ოფისთან შეკრებილი სამოქალაქო მოძრაობის წევრები და მოქალაქეები აცხადებენ, რომ უკან დახევას არ აპირებენ იქამდე, სანამ ხელისუფლება ევროკავშირის 12-ვე პუნქტს არ შეასრულებს.
0
0
270
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%