16/12/2024
21:31
საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეებმა ტელევიზიასთან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან მსვლელობით გადმოინაცვლეს.
აქციის მონაწილეებს აქვთ ბანერები წარწერით: „თქვენი სტუდია - „არა“, ხალხის ეთერი“. „ფაქტია და არა პოზიცია, რომ დაკავებულია 500-მდე მომიტინგე, ნაცემია 300-ზე მეტი“.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ნინო ზაუტაშვილმა გააჟღერა.
ზაუტაშვილის განცხადებით, მათი მოთხოვნაა, საზოგადოებრივი მაუწყებლის შუადღის მთლიანი ეთერი დაეთმოს საზოგადოებას და მიმდინარე პროცესები უფრო ფართოდ გაშუქდეს.
„ჩვენი მოთხოვნაა, რომ შუადღის მთლიანი ეთერი დაეთმოს საზოგადოებას, მითუმეტეს ამ სიტუაციაში. აღდგეს რეალური სივრცის მაუწყებლობა.
ჩვენ ეს ინფორმაცია არხის მენეჯმენტს მივაწოდეთ როგორც წერილობით, ასევე პირადი შეხვედრის დროს და ველოდებით პასუხს. იმედი გვაქვს, რომ ამ პასუხის შემდეგ ეს ყველაფერი განხორციელდება. ჩვენ ვიმუშავებთ თქვენთვის, რადგან ვთვლით რომ ჩვენი და თქვენი პრობლემები არის საერთო“, - განაცხადა ჟურნალისტმა ნინო ზაუტაშვილმა.
0
0