01/09/2022
17:41
პოლიტიკა
აქციებზე აანონსებენ უკვე რამდენი წელია, 2012 წლიდან მოყოლებული, თუმცა ყველა აქცია წარუმატებლად დასრულდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის თვითმიზანია, რომ ევროკავშირის რეკომენდაციები არ შესრულდეს.
„ყველაფრიდან ჩანს, მარტივი რამ, რომ ამ პუნქტების არ შესრულება მათთვის არის თვითმიზანი. ის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს საქართველოს, ეს არის მათი თვითმიზანი. მათ ეშინიათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, მარტივი მიზეზის გამო, ისინი ფიქრობენ, რომ ასეთ პირობებში ხელისუფლება დაიწერს ქულებს. ისინი თავის დღის წერიგში დარჩებიან, ჩვენთვის მთავარია, რომ პირნათლად შესრულდეს 12-ივე პუნქტი, იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე წინ წავიწიოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0