პარლამენტის მიმდებარედ, კერძოდ, ცხრა აპრილის ქუჩაზე აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში წყლის ჭავლს გამოიყენებენ.
აქციაზე, 9 აპრილის ქუჩის მხარეს, ისმის წყლის ჭავლის მანქანის სირენების ხმა და მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი.
მოქალაქეები გეგმავდნენ, მშვიდობიანი მსვლელობით პარლამენტის შენობისთვის წრის შემორტყმას, თუმცა პოლიციის კორდონი ამის საშუალებას არ აძლევს.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არ დაიშლებიან და მშვიდობიან პროტესტს გააგრძელებენ.
საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია 19:00 საათზე დაიწყო.
პარლამენტში კი კომიტეტის სხდომა კვლავ გრძელდება.
ამ წუთებში პარლამენტთან ვითარება კვლავ დაძაბულია. მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.
აქციია მონაწილეების ნაწილმა გადაინაცვლა როგორც ჩიტაძის, ისე პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ქუჩებზე. მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტისთვის წრის დარტმა გადაწყვიტეს. იყო მცირე შეხლა-შემოხლაც.
0
0