29/12/2024
01:41
პოლიტიკა
ახალგაზრდები დგანან, გესაუბრებიან ჯავახიშვილის ციტატებით. აი, წადით, ჩაწერეთ მაღალი თანამდებობების პირები, ვინ იყო მიხეილ ჯავახიშვილი იმას ვერ გეტყვიან - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილმა განაცხადა
,,აქციის მონაწილეებში ხშირად იყო პოლიციელების მიმართ საგნების სროლა, მერე აქციის მონაწილეების დემონიზება. ესენი არ არიან აქციის მონაწილეები, საზოგადოებამ რომ იცოდეს. ესენი არიან 500 და 1000 ლარად შეგზავნილი პროვოკატორები, რომლებიც სპეციალურად და მიზანმიმართულად იგინებიან და ისვრიან, მსგავს სიბინძურეს [აკეთებენ], რომ მერე მთლიანი აქცია მახინჯად და დემონიზებულად აქციონ.
,აქციებზე ახალგაზრდები დგანან, გესაუბრებიან ჯავახიშვილის ციტატებით. აი, წადით, ჩაწერეთ მაღალი თანამდებობების პირები, ვინ იყო მიხეილ ჯავახიშვილი იმას ვერ გეტყვიან, არათუ, მისი შემოქმედება იცოდნენ. ძალიან განათლებული ახალგაზრდობა დგას იქ და ღირებულებებით სავსე ადამიანები." - ამბობს პოლიციის პოლკოვნიკი ირაკლი შაიშმელაშვილი ნოდარ მელაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
0
0