
კლინიკა “ვივამედთან” ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებს მიხეილ სააკაშვილი ფანჯრიდან უკრაინისა და საქართველოს დროშებთ “მიესალმა”, ფოტოს “ნაცმოძრაობის” ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის საშუალება მიეცეს. ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრებსა და ევროპარლამენტარებს უნდა მიეცეთ მესამე პრეზიდენტის მონახულების საშუალება. მათი თქმით, სააკაშვილს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის საშუალება უნდა მიეცეს. აქციის მონაწილეებს ადგილზე გაშლილი ჰქონდათ საქართველოს, ევროკავშირის, აშშ-ისა და უკრაინის დროშები.
აქციას „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
„რამდენად სწორია, კლინიკის წინ, სადაც უამრავი მძიმე პაციენტია, ჩაატარო პოლიტიკური მიტინგი და ბოლო ხმაზე ღრიალებდე, სად წერია და რაში წერია? ძლივს შემოდიან სასწრაფოს მანქანები. მერე ემპათიაზე ვერ დაასწრებ ლაპარაკს თან“, – წერს ნინო ნადირაძე.
0
0