27/07/2023
20:35
საზოგადოება
ბათუმსა და თბილისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს აჭარაში საკრუიზო ლაინერ „ასტორია გრანდეს“ შესვლასთან დაკავშირებით.
ლაინერმა სოჭიდან ბათუმში 800-ზე მეტი ტურისტი ჩამოიყვანა, რომელთა უმეტესობაც რუსია.
აქციის ორგანიზატორების თქმით, კრუიზით ჩამოსულ ტურისტებს შორის არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც ოკუპაციის კანონი აქვთ დარღვეული.
რამდენიმე წუთის წინ აქცია დაიწყო ბათუმის პორტშიც, სადაც ამ დროისთვის ლაინერია გაჩერებული. აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოს ჰიმნი აქვთ ჩართული.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
საკრუიზო ლაინერის ბათუმში ჩამოსვლას საია გამოეხმაურა. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ შესაძლოა ლაინერის მგზავრების მხრიდან დარღვეული იყოს “ოკუპაციის შესახებ” კანონი.
ამასტან, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში ტრაბზონიდან შემოვიდა და მისი მფლობელი კომპანია საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. როგორც სააგენტოში აცხადებენ, გემის შემოსვლა საქართველოს წყლებში კომერციული ხასიათისაა.
0
0