23/07/2023
10:26
მსოფლიო
Apple-ი ფარულად საკუთარი ხელოვნური ინტელექტის, Apple GPT-ის განვითარებაზე მუშაობს. ინფორმაციას სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.
iPhone-ების მწარმოებელმა OpenAI-ის ChatGPT-ისა და Google-ის Bard-ის მსგავსი დიდი ენობრივი მოდელის (LLM) შესაქმნელად საკუთარი მიდგომა უკვე შეიმუშავა. პარალელურად კი, Ajax-ის სახელით ცნობილი გეგმის ფარგლებში, Apple-მა ჩატბოტის სერვისიც შექმნა, რომელსაც ინჟინერთა ნაწილი Apple GPT-ად მოიხსენიებს. წყაროებზე დაყრდნობით, ბოლო თვეების განმავლობაში, Apple-ის მთავარ მიზანს სწორედ საკუთარი ხელოვნური ინტელექტის განვითარება წარმოადგენდა.
Apple-ის ახალ ვირტუალურ ასისტენტს, დატესტვის პროცესში მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ტექსტის შეჯამება და დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლია. კომპანიის თანამშრომლების ინფორმაციით, Apple GPT-ი არსებითად იმეორებს Bard-ის, ChatGPT-ისა და Bing AI-ის სერვისებს და ვებაპლიკაციის სახით ფუნქციონირებს. მოხსენების თანახმად, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით მნიშვნელოვან სიახლეებს Apple-ი მომავალი წლისთვის წარადგენს.
0
0