04/05/2023
09:03
საზოგადოება
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გუშინ, 3 მაისს განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ ჰქონდა გონების კარგვის ეპიზოდი. მისი თქმით, ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს, რადგან წაიქცა და თავი რკინის მაგიდას დაარტყა. მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მუდმივად აქვს სურვილი იმოძრაოს, თუმცა სინამდვილეში ეს არ შეუძლია.
"აპირებდა თავისთვის თვითონ დაესხა ჩაი. მაგიდა აქვს, რომელზეც წყალი უდგას და რაღაც, როგორც ჩანს იმას ჩამოარტყა თავი. მე მგონი "ვივა მედის" ნევროლოგის ჩვენებაში იყო, რომ შეიძლება მას გაუჩნდეს ასეთი გრძნობა, რომ მას შეუძლია რაღაცის გაკეთება, სინამდვილეში ეს ასე არ არისო და ძალიან სიფრთხილეა საჭირო. სულ აქვს სურვილი, რომ იმოძრაოს, არადა ვხედავდი, რომ არ შეუძლია მოძრაობა, ძლივს არის. დეტოქსიკაცია უნდა მოხდეს, უნდა გამოიყვანონ როგორმე ეს მძიმე მეტალები და მერე დაიწყება უკვე ალბათ, ნელ-ნელა, ამას ალბათ დრო დასჭირდება, ამაზე აქ ფიქრიც არ ყოფილა, ის კი არა, არასდროს არავინ ახსენებს", - ამბობს ალასანია.
ცნობისთვის, “ვივამედის” დირექტორმა გუშინვე განაცხადა, რომ “იმ სივრცეში, სადაც პატიმარი [მიხეილ სააკაშვილი] იმყოფება, რკინის მაგიდა საერთოდ არ არსებობს. არ დგას არანაირი რკინის ავეჯი და მითუმეტეს მაგიდა”. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ზოგადი სისუსტე აქვს
0
0