კაია კალასის განცხადება სრულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, სრულად ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პრინციპს. მან განაცხადა, რომ ყველა დაკავებული ადამიანი უნდა გათავისუფლდეს. ანუ, აღარ არსებობს კანონი, აღარ არსებობს სასამართლო, არაფერი არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

პაპუაშვილის თქმით, აღნიშნულ განცხადებებს არაფერი საერთო არ აქვს კანონის უზენაესობასთან.
„უცხოელი პოლიტიკოსის გემოვნებაზე უნდა იყოს, ვინ გათავისუფლდეს და ვინ დავიჭიროთ. ამას გვეუბნება დღეს ბრიუსელი. თვითონ გვეუბნებიან, ლამის სიები მოგვცენ, ვინ უნდა დავიჭიროთ და ასევე სიები უნდა მოგვცენ, ვინ უნდა გავათავისუფლოთ. ეს არის კანონის უზენაესობის გაგება ბრიუსელის პერსპექტივიდან?! რა თქმა უნდა, ამას არაფერი საერთო არ აქვს კანონის უზენაესობასთან, ამას არაფერი საერთო არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან, რომლის ერთგულიც არის საქართველო და რომელსაც ასე სცილდება სამწუხაროდ ზოგიერთი ბრიუსელში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე, რომ „ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას, რომელიც სამი თვეა, გრძელდება. სწორედ ამიტომ, ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებაზე ვმუშაობთ“.
„ბატონი ჰერჩინსკი წარმოადგენს ევროკავშირის რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ქართველი ხალხის მიმართ? არ წარმოადგენს ის უნგრეთს სლოვაკეთს?! რა გადაწყვეტილებაც მიღებული არ არის, რატომ აძლევს თავს უფლებას, ისაუბროს, რომ ვიღაცის დასჯაზე მუშაობს. მგონი, ის აქ გამომძიებლად არავის არ მოუვლენია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0