
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება გაერო-ს ათობით ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ, სამწუხაროა.
ამასთან, გაერო-ს პრესმდივანი სტეფან დიუჟარიკი აცხადებს, რომ აღნიშნულ სიაში შემავალი გაერო-ს 31 ორგანიზაციის უმეტესობა გაერო-ს რეგულარული ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისივე თქმით, გაერო-ს ტრამპის ადმინისტრაციისგან ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია.
„გაერო-ს ყველა ორგანიზაცია გააგრძელებს წევრი სახელმწიფოების მიერ მოცემული მანდატების შესრულებას. გაერთიანებულ ერებს აკისრია პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს ჩვენზე დამოკიდებული ადამიანების დახმარება“, – განაცხადა გუტერეშემა.
როგორც „როიტერი“ წერს, შეერთებული შტატები გაერო-ს რეგულარული ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორია, რომელიც, გენერალური ასამბლეის მიერ შეთანხმებული შეფასებების მიხედვით, დაახლოებით 22%-ს იხდის. ეს გადახდები სავალდებულოა.
დიუჟარიკის თქმით, აშშ-ს გასულ წელს რეგულარულ ბიუჯეტში თანხა არ შეუტანა. ვაშინგტონს ამჟამად ორგანიზაციის დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარის დავალიანება აქვს.
ცნობისთვის, 7 იანვარს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ათობით საერთაშორისო ორგანიზაციას და ხელშეკრულებას ტოვებს. მათ შორისაა კლიმატის შესახებ ხელშეკრულება და გაერო-ს ორგანოები, რომლებიც ხელს უწყობენ გენდერულ თანასწორობას და ქალთა გაძლიერებას.
0
0