
ანკარაში თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვოლოდიმირ ზელენსკისთან ჯერ პირისპირ მოლაპარაკებებს გამართავს, შემდეგ კი დაგემილია შეხვედრა ორი ქვეყნის დელეგაციების მონაწილეობით.
სტამბოლში ერდოღანისა და ზელენსკის შეხვედრა იმ დღეს იმართება, როდესაც სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებია დაგეგმილი. მოლაპარაკებების ზუსტი დრო ჩანიშნული ჯერ არ არის. როგორც ანკარაში ჩასვლისას, აეროპორტში ზელენსკიმ მედიას განუცხადა, უკრაინის მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება ერდოღანთან მოლაპარაკებების შემდეგ.
რუსული დელეგაცია უკვე სტამბოლში იმყოფება. მას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს. ასევე, დელეგაციაში შედიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.
0
0