24/12/2021
16:02
პოლიტიკა
როგორც გვიდიანი აღნიშნავს სააკაშვილის მიმართ ინტერესი უფრო და უფრო იკლებს, რაზეც მოცემული გრაფიკიც მიანიშნებს, ამიტომ ცდილობს სხვადასხვა ხერხით საზოგადოების ყურადღების მიპყრობას.
“ეს გრაფიკი მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური Facebook-ის გვერდის ბოლო 6 თვის ინტერაქციის ინტენსიურობას ასახავს. დიაგრამა მოცემულია თითოეულ აქტივობაზე საშუალო შეწონილი ჩართულობის (Interaction rate, per post) მიხედვით. ზოგადად, როგორც წესი სოციალური ქსელების ინტერაქცია, ამა თუ იმ საკითხის ან/და პიროვნების მიმართ საზოგადოების ინტერესის ერთ-ერთი ინდიკატორია. მოცემული გრაფიკიდან ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის მიმართ საზოგადოების ინტერესი თანმიმდევრულად და სტაბილურად იკლებს; ნათელია, რომ მისი საცირკო-საესტრადო წარმოდგენები საზოგადოებაში ინტერესის გაღვივებას ვერ იწვევს; ვინაიდან მისი იაფფასიანი სპექტაკლები საზოგადოების კონსოლოდაციისთვის საკმარისი არ არის, მან მთელი პარტიის აქტივის ჩართვა გადაწყვიტა და ფიქრობს, იქნებ 300 კაცის შიმშილობამ მაინც მიიქციოს საზოგადოების ყურადღება; ეს გრაფიკი აჩვენებს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლამ მხოლოდ ერთჯერადი ეფექტი იქონია; შეიძლება ითქვას, რომ უნიჭო კამპანიებმა - "გადაიყვანეთ პრეზიდენტი", "არ აწამო პრეზიდენტი", "პუტინი ივანიშვილის ხელით კლავს სააკაშვილს" და სხვა სასაცილო გზავნილებმა, საზოგადოებრივ განწყობებზე მცირედითაც კი ვერ იმოქმედა; ასევე შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებაში არსებობს მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით. ყველა შეგუებულია და ყველასთვის მისაღებია მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბინადრობის მოცემულობა.”- წერს გვიდიანი.
0
0