
პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე ცესკოს მონაცემებს და არჩევნების შედეგებს ეთანხმება და სოციალურ ქსელში წერს, რომ, შედეგების მიხედვით, "ლელოს" ხმები განახევრებულია.
"2025 წელი: ადგილობრივი არჩევნები
ფაქტი: №2
- ლელოს ხმები განახევრებულია
- კოალიციის ეფექტი.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, კოალიცია "ძლიერმა საქართველომ", რომლის ნაწილიც ვიყავით ჩვენ პარტია "ხალხისთვის", საქართველოს მასშტაბით მივიღეთ 182 922 ხმა.
როგორც თქვენთვის ცნობილია, წელს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა "ლელო", რომელმაც მიიღო 90 974 ხმა", - წერს ანა დოლიძე.
ცესკო-ს მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ქვეყნის მასშტაბით, "ქართულმა ოცნებამ" თითქმის 82%-ით გაიმარჯვა. ამასთან, მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს ყველა თვითმმართველ ქალაქში.
4 ოქტომბრის არჩევნებს 28 საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი აკვირდებოდა.
0
0