-share.jpg)
“თქვენი ოპონენტები თქვენზე ამბობენ, რომ “ქართულ ოცნებასთან” ხართ შეკრული” - ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ ამ სიტყვებით მიმართა “გირჩის” დეპუტატს, იაგო ხვიჩიას.
„სულ ფინანსურ კრიზისში გვიწევს მუშაობა. ამ წუთას, წინასაარჩევნოდ, ერთადერთი რასაც აკთებს “ქართული ოცნება”, “გირჩს” ებრძვის, რომ მას წაართვას დაფინანსება. შეიძლება მე ამაზე შევთანხმებულიყავი „ქართულ ოცნებასთან“? ხომ არ შევთანხმდებოდი? ამავდროულად სასარგებლო იდიოტებად იყენებენ იმ ხალხას, რომლებსაც ამის დანახვა არ შეუძლია, ან არ უნდა და ამის ნაცვლად უნდა დასვას კითხვა - თქვენზე ამბობენ რომ შეკრულია “ქართულ ოცნებასთან“ იმიტომ, რომ ვინც ჩვენ გვისმენს ჩათვალოს, ყოფილან შეკრული, თუ არა. სად უნდა არკვიოს ეს ვინმემ, როდესაც ამის გარკვევის საშუალებას არ აძლევთ?!" - განაცხადა ხვიჩიამ, რაზეც წამყვანმა დიანა ტრაპაიძემ უპასუხა:
“მე არ ვაძლევ გარკვევის საშუალებას? მამალი გირჩი ხარ ეთერში, აგერ რამხელა კაცი ლაპარაკობ”, თქვა პირდაპირ ეთერში ტრაპაიძემ.
0
0
არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა
02/04/2026