29/03/2023
12:57
მსოფლიო
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International-მა დასავლეთი ლტოლვილებისა და ადამიანის უფლებების კრიზისთან გამკლავების ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა - ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ დასავლეთი ადამიანის უფლებებისადმი „რბილ“ მიდგომას ავლენს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საუდის არაბეთი და ეგვიპტე.
„ევროპის სახელმწიფოებმა ორმაგი სტანდარტები გამოავლინეს, რადგან რუსეთის ქმედებების დაგმობისას მათ მხარი დაუჭირეს ან თანამონაწილეობდნენ სერიოზულ დარღვევებში მათი მოკავშირეების - საუდის არაბეთის, ეგვიპტისა და ისრაელის მხრიდან“, - თქვა Amnesty International-ის კვლევისა და პოლიტიკის მრჩეველმა ფილიპ ლუთერმა.
Amnesty International-მა ასევე დაგმო დასავლეთის ქვეყნების განსხვავებული მიდგომა უკრაინელი, სირიელი და ავღანელი ლტოლვილების მიმართ. „ჩვენ სამართლიანად მივიღეთ უკრაინიდან ლტოლვილები, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოგვიჩენია ისეთივე დამოკიდებულება სხვა ლტოლვილებისა და მიგრანტების მიმართ, რომლებსაც ხშირად ვტოვებდით ხმელთაშუა ზღვაში, დასაღუპავად განწირულ მსხვერპლად“, - დასძინა Amnesty International Italia-ს გენერალურმა დირექტორმა ილეანა ბელომ.
ანგარიშის თანახმად, 2022 წელს განხორციელებული მტკივნეული „რეპრესიების“ გამო, საერთო „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა“ დაფიქსირდა ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთში. Amnesty-ის გენერალური მდივანი აგნეს კალამარდი ხაზგასმით აღნიშნავს ფრანგული პოლიციისა და ჟანდარმების მიერ „ძალის უკანონო გამოყენების“ შესახებ.
0
0