ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს, ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას. შეხვედრისას საუბარი იქნება უცხოური გავლენის გამჭვირავლობის შესახებ კანონზე, დემოკრატიულ მმართველობასთან, პრესის თავისუფლებასთან, ანტიკორუფციულ და მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უკვე შეხვდა პრეზიდენტს, "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის ქალ დეპუტატებს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს. ორდღიანი შეხვედრების შემდეგ, ეზრა ზეია თბილისიდან ერევანში გაემგზავრება.
“პრემიერ-მინისტრის მთავარი გზავნილები შეეხება იმ მიმდინარე გეოპოლიტიკურ, უსაფრთხოების საჭიროებებს, რომელიც ქვეყანაში არსებობს. წვრთნებთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება საუბარი შეხვედრაზე. იმედს გამოვთქვამ, რომ, მსგავსი ვიზიტის შემდეგ, ჩვენთან მიმართებაში რიტორიკა და აქტივობები აშშ-ის მხრიდან შეიცვლება,“ - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი.
0
0