17/03/2023
13:39
მსოფლიო
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ამერიკულ უპილოტო თვითმფრინავზე შეტევა რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელდა - ამერიკელები სრულიად გათავხედდნენ, ამიტომ მათთან „ცერემონიალი“ საჭირო არ არის. ამის შესახებ მედვედევი Telegram-ზე წერს.
პარალელურად ის ამერიკელ სენატორ ლინდსი გრემს დაემუქრა. მან გააკრიტიკა არასაკმარისად გადამწყვეტი რეაგირება შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტზე.
„ზოგადად, მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკელები ჭკუაზე არ არიან და მათთან ცერემონიალი არასწორია. მიუხედავად ამისა, სამხედრო კონტაქტებია საჭირო, რა თქმა უნდა. განსაკუთრებით იმ ამერიკელი ნაბიჭვრების განცხადებების ფონზე, როგორიცაა სენატორი გრემი, რომ აუცილებელია რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება. სხვათა შორის, საავიაციო ავარიები ზოგჯერ ასეთ არსებებსაც მოსდით,“ - აცხადებს მედვედევი.
მისი თქმით, საჰაერო კოდექსი მოქმედებს ტერმინებით „აკრძალული ზონები“ და „ზონები შეზღუდვებით“. მას მიაჩნია, რომ თვითმფრინავებმაც უნდა დაიცვან ეს წესები, განსაკუთრებით, საომარი მოქმედებების პერიოდში.
0
0