
The Guardian-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აღიარებს ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მნიშვნელოვნობას, თუმცა გამოთქვა რწმენა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს თავიდან იქნება აცილებული ისეთი სიტუაციები, როდესაც აღნიშნული მუხლის გამოყენებაა საჭირო.
"ვაღიარებ, რომ მნიშვნელოვანია მე-5 მუხლი. თუმცა არ ვფიქრობ, რომ მისი გამოყენებისთვის რაიმე მიზეზი გვექნება. ჩვენ ძალიან წარმატებულ სამყაროში ვიცხოვრებთ.
დიდ ბრიტანეთს წარმოუდგენლად ძლიერი და ქმედუნარიანი არმია ჰყავს და შეუძლია გაუმკლავდეს საკუთარ თავდაცვით საჭიროებებს. თუ ბრიტანეთის სამშვიდობო ძალებს საფრთხე დაემუქრებათ ან დახმარება დასჭირდებათ, მე ყოველთვის ბრიტანელების გვერდით ვიდგები", - თქვა ტრამპმა.
თავის მხრივ, ტრამპთან შეხვედრაზე, სტარმერმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ გაგზავნოს ჯარები და თვითმფრინავები უკრაინაში მშვიდობის შესანარჩუნებლად.
0
0