-share.jpg)
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი პანკისში, სპეცოპერაციის დროს არ იმყოფებოდა. ამის შესახებ შს მინისტრმა სოსო გოგაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
„არ ყოფილა სოსო გოგაშვილი ოპერაციის დროს პანკისში. ასევე, რატომღაც სპეცრაზმზე გაამახვილა ყურადღება. სპეცდანიშნულების რაზმი მექვემდებარებოდა პირადად მე და მას ვერავინ მისცემდა ბრძანებას. არ გაცემულა ის ბრძანება, რომ ვთქვათ ლიკვიდაცია მოეხდინათ ვინმესი. ამ შემთხვევაში მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია მოხდა, ძალიან სამწუხაროა, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს. ძალიან მძიმე იყო პირველ რიგში ოჯახისთვის და ყველა ჩვენგანისთვის. ასეთი ბრძანება არ გაცემულა. სპეცდანიშნულების რაზმს ვხელმძღვანელობდი მე, ჩემი საკურატორო იყო, მაგრამ მას ჰყავდა თავისი მეთაური, რა თქმა უნდა.
აბსურდია ყველაფერი, მე ველოდები - ყველაფერს გამოვდებ, გამოვიტან რაღაც ჩანაწერებსო, გამოიტანოს ძალიან ველოდებით, ძალიან... არანაირი პრობლემა არ იქნება, მეცინება უბრალოდ.
მე ქალბატონ მედიკოს შევხვდი ადვოკატთან ერთად, სამსახურში რა თქმა უნდა. ვისაუბრეთ, მას კითხვები ჰქონდა ბევრი. პირველ რიგში მივუსამძიმრე, რაც არ უნდა იყოს ადამიანისთვის შვილი ყველაზე ძვირფასია და ძალიან მძიმე იყო დედისთვის ეს ამბავი. ავუხსენი მაქსიმალურად, რაც შემეძლო, რა მოხდა იქ, დაახლოებით ეგ თემა, ვისაუბრეთ და დავშორდით. არანაირი აგენტის გაგზავნა“, - განაცხადა გომელაურმა.
0
0