06/04/2022
12:18
პოლიტიკა
უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო უკრაინის დაზვერვის მიერ კონტრაბანდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განმარტავს, რომ თუ უწყება ასეთ განცხადებას აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ ამის საფუძველი აქვს. ამის შესახებ გონჩარენკომ ტვ მთავართან ინტერვიუში განაცხადა.
"უკრაინის თავდაცვის სამინისტოროს დაზვერვის სამსახური თანამშრომლობს საერთაშორისო დაზვერვასთან და თუ ისინი ასეთი ტიპის განცხადებას აკეთებენ - ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ ამის თქმის საფუძველი. ჩემთვის ახლა მნიშვენლოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს არ დაუწესა სანქციები, მიუხედავად იმისა რომ მას ოკუპირებული აქვს ქვეყნის 20%. პირიქით, ქვეყნებს შორის სავაჭრო გზები გაფართოვდა. სრულიად დასაშვებია, რომ რუსეთს სურს გამოიყენოს საქართველო და საქართველოს ტერიტორია საომარი ტექნიკის შესატანად. ამაში შეიძლება საქართველოს მთავრობა სულაც არ იყოს ჩართული და შეიძლება საქართველოს სპეცსამსახურებში იყვნენ რუსეთის გავლენის აგენტები ან ჯაშუშები, რომლებიც საქართველოს მთავრობის ზურგს უკან მოქმედებენ. მე საქართველოს მთავრობის ადგილას კი არ დავიწყებდი ცინიკური და უცნაური განცხადებების გაკეთებას საკაშვილზე და კონტრაბანდაზე,არამედ ჩავატარებდი მიზანმიმართულ გამოძიებას, რათა თავიდან აგვეცილებინა ასეთი რამე. რადგან თუ ასეთი რამე მოხდება, ეს საბოლოოდ ჯვარს დაუსვამს საქართველოს ევროპულ პერსპექტივებს და მთელი მსოფლიოსთვის საქართველო გახდება პუტინის თანამზრახველი", - ამბობს გონჩარენკო.
0
0