
მზია ამაღლობელს ამჯერად ედავებიან, რომ შენობის იერსახე დაამახინჯა იმ საპროტესტო პლაკატით, რომელიც გაკვრისთანავე ააძვრეს - მზიას მიმართ ჩადენილი უსამართლობები ამით არ დაასრულეს და ახლა იმავე ქმედებისათვის კიდევ ახალი მუხლით უპირებენ დაჯარიმებას,- ამის შესახებ „ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის უფლებადამცველი, საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ქურდოვანიძე აღნიშნავს, მზია ამაღლობელ აღნიშნული ქმედების გამო ადმინისტრაციული წესით დაკავებული ჰყავდათ, თუმცა, „მიხვდნენ, რომ პლაკატის გამო დაკავების უფლება არ ჰქონდათ, ოქმები გააყალბეს და ჩაწერეს, რომ 173-ე მუხლის ჩადენას ედავებოდნენ“.
„მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ახალი ოქმი შეადგინეს.
ამჯერად ედავებიან, რომ შენობის იერსახე დაამახინჯა იმ საპროტესტო პლაკატით, რომელიც გაკვრისთანავე ააძვრეს. შეგახსენებთ, რომ მზია ამ ქმედების გამო ადმინისტრაციული წესით დაკავებული ჰყავდათ, თუმცა, მიხვდნენ, რომ პლაკატის გამო დაკავების უფლება არ ჰქონდათ, ოქმები გააყალბეს და ჩაწერეს, რომ 173-ე მუხლის ჩადენას ედავებოდნენ. ეს საქმე პირველი ინსტანციის სასამართლომ უკვე განიხილა და მზია უსამართლოდ დააჯარიმა.
მზიას მიმართ ჩადენილი უსამართლობები ამით არ დაასრულეს და ახლა იმავე ქმედებისათვის კიდევ ახალი მუხლით უპირებენ დაჯარიმებას“,- წერს ქურდოვანიძე.
0
0