19/07/2023
18:16
საზოგადოება
"ამ ხალხმა თავისი მისია, რისთვისაც ჩამოვიდა, შეასრულა და ისე დაბრუნდა თავის ქვეყანაში", - ამის შესახებ გიული ალასანია პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით საუბრობს.
“მე ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა, რაც უთქვამს პოლონეთის სამინისტროს. იმიტომ რომ, ჩემი შთაბეჭდილებით, ყველაფერი იყო ნებადართული. ეს რომ ნებადართული არ ყოფილიყო, ჩამოართმევდნენ იმ ადამიანს იმას, რაც გაჰქონდა. მე არ ვიცი რა გაჰქონდა, იმიტომ რომ მე დავინახე თეთრი, სუფთა ქაღალდი და მეტი ვერაფერი ვერ დავინახე. მაგრამ ეს არ მოხდა, ეს ჩამორთმევა, როგორც ჩანს, და, ფაქტიურად, ამ ხალხმა თავისი მისია, რისთვისაც ჩამოვიდა, შეასრულა და ისე დაბრუნდნენ თავის ქვეყანაში. და რაზეა ლაპარაკი, რისგან ქმნიან რაღაცა პრობლემებს, მე ვერ ვიგებ”, - ამბობს გიული ალასანია.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "ვივა მედში", პოლონელ ექიმთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს.
0
0