20/08/2023
15:07
სამხედრო
"ქართული ლეგიონის" მეთაური, მამუკა მამულაშვილი “კვირის პალიტრასთან” აცხადებს, რომ ამ დროისთვის, “ლეგიონში” 2 ათასამდე ქართველი ირიცხება. მათი მიმართულებაა. განსაკუთრებით რთული სპეცოპერაციები, რუსი ტერორისტების სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტებისა და სამეთაურო შტაბების განადგურება.
"ჩვენ ვართ ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფი უკრაინულ არმიაში. ჩვენთან ანუ ქართველებთან ერთად სხვა ეროვნების მებრძოლებიც არიან: ამერიკელები, ინგლისელები, მექსიკელები, თუმცა ყველაზე მეტი მაინც ქართველია. დღეისათვის "ქართული ლეგიონის" პირადი შემადგენლობა ორი ათას კაცამდეა. ამ ომში უკრაინელების შემდეგ ყველაზე ბევრი ქართველი იბრძვის. "ქართული ლეგიონი" პირველი ინტეგრირდა უკრაინულ არმიაში. ჩვენ 2016 წელს ოფიციალურად გავხდით უკრაინული შეიარაღებული ძალების კონტრაქტორები და დღეს სპეციალური დანაყოფი ვართ. ჩვენი მიმართულებაა განსაკუთრებით რთული სპეცოპერაციები, რუსი ტერორისტების სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტებისა და სამეთაურო შტაბების განადგურება. ამიტომაც საუკეთესოდ მომზადებული ჯარისკაცები გვყავს. ჩვენ ყურადღებას ვიქცევთ პროფესიონალიზმითა და განადგურებული მტრის სტატისტიკით." აცხადებს მამულაშვილი.
0
0
გმირთა მოედანზე საპროტესტო აქცია დასრულდა
23/11/2024