
ვიზალიბერალიზაციის მინიჭება/გაუქმების რეგულაციებში ახალი ცვლილებების შემოღების პერსპექტივების მიუხედავად... ამ მექანიზმის გამოყენება საქართველოს მიმართ პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება - ამის შესახებ, სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი წერს.
"ვიზალიბერალიზაციის მინიჭება/გაუქმების რეგულაციებში ახალი ცვლილებების შემოღების პერსპექტივების მიუხედავად... ამ მექანიზმის გამოყენება საქართველოს მიმართ პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება - და აი რატომ:
გეოპოლიტიკა და გეოეკონომიკა ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე ემოციები - ევროკავშირი ვერ დაუშვებს დარტყმას სამხრეთ კავკასიის ერთადერთ ღიად დეკლარირებულ "პროევროპულ ქვეყანაზე".
უვიზო რეჟიმის გაუქმება ნიშნავს ევროკავშირის აღმოსავლური პოლიტიკის კრახს და თბილისს პირდაპირ უბიძგებს მოსკოვის, ანკარისა თუ პეკინისკენ საკუთარი საგარეო პრიორიტეტების გადახედვისკენ. ბრიუსელისთვის ეს იქნებოდა არა „სასჯელი“, არამედ სტრატეგიული თვითდაზიანება - საკუთარ ფეხში გასროლაამ პოლიტიკური შეცდომის ფასი ძალიან მაღალი იქნება: უვიზო რეჟიმის შეჩერება საბოლოოდ დაანგრევდა და დაასამარებდა ნდობას თავად ევროკავშირისადმი: საქართველო პარტნიორობის ნაცვლად მიიღებდა დასჯას, სამართლის ნაცვლად - ორმაგი და იდეოლოგიური სტანდარტების საბოლოოდ დამკვიდრებას. ასეთი ნაბიჯი დაარღვევს რწმენას, რომ ევროპას ჯერ კიდევ შესწევს უნარი, იყოს სამართლიანი და პროგნოზირებადი.
და ბოლოს...უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის მხოლოდ ტექნიკური საკითხი აღარ არის... მისი გაუქმება ნიშნავს, რომ ევროპა მზად არის, დასაჯოს ნებისმიერი ქვეყანა, მასთან პოლიტიკური განსხვავებული პოზიციის გამო. ეს დარტყმა იქნებოდა არა საქართველოს, არამედ თვითონ ევროპის იდეის წინააღმდეგ.
ევროკავშირს შეუძლია საქართველოს უვიზო რეჟიმის შეჩერებით ემუქრებოდეს, მაგრამ მისი რეალური განხორციელება საკუთარი პრინციპების და ავტორიტეტის დანგრევის ტოლფასი იქნება... და თუ ევრობიუროკრატია ამ ნაღმს მაინც დააბიჯებს - დაზარალდება ყველა, საქართველოს გარდა,"- წერს ქართველიშვილი.
0
0