
უქმდება ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური - 2 მარტიდან ორივე უწყების ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა. ასევე, პირველი იანვრიდან ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში გადავა ბიზნეს-ომბუდსმენის აპარატიც.
მმართველ გუნდში ამ ცვლილებებს - ინსტიტუციური მოწყობისა და ქვეყნის კონსტიტუციასთან შესაბამისობის არგუმენტით ხსნიან.
"ეს არის ხელისუფლების ძალისხმევა, რომ კიდევ ერთხელ ინსტიტუციურად აბლაბუდა რაც გვაქვს ქვეყანაში, მაქსიმალურად მოწესრიგდეს, გაიმართოს, ჩაჯდეს კონსტიტუციურ წყობაში, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი. ამ ინსტიტუტების გაუქმებით არ უქმდება ის ფუნქციები, რასაც კურირებდნენ ეს ორგანოები, ეს ფუნქციები დაუბრუნდება კონსტიტუციურ ორგანოებს და კონსტიტუციით დადგენილი და შექმნილი ორგანოები, ინსტიტუტები და სააგენტოები განახორციელებენ ჩვეულებრივ იმ საქმიანობას, რასაც მანამდე სხვა უწყებები ახორციელებდნენ", - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.
0
0