09/04/2022
15:16
პოლიტიკა
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„ამ დღეს, 33 წლის წინ, ქართველებმა მთელ მსოფლიოს ვანახეთ, რა არის ერთიანობის, თავისუფლებისთვის ბრძოლის, თავგანწირვის და რაც მთავარია ღირსების ფასი. ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო თავისუფლება, ერთიანობა და ღირსება და მას შემდგომ უკვე ათწლეულებია, საქართველოს, ქართულ სახელმწიფოს, ყოველთვის გვიწევს ამ თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის ბრძოლისთვის ფასის გადახდა. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ გამარჯვებები და ღირსება შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით მიიღწიოს, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის, უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის და ღირსებისთვის!“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
0
0