19/12/2021
10:59
პოლიტიკა
„ჯერ, შშმ პირი „ჯანსაღი ადამიანის“ ოპოზიტად გამოაცხადეს; ახლა, საერთოდ, ახალ მიმდინარეობას ჩაუყარეს საფუძველი; ხვალ, სტერილიზაციას მოგვთხოვენ!
ამ დასკვნის ავტორებს კომპეტენცია კი არა, ელემენტარული განათლება არ აქვთ და წარმომიდგენია, მათ ხელში რომ მოხდეს შშმ ადამიანი, თან შეზღუდული შესაძლებლობის გამოც არა, შეიძლება ნებისმიერი შეგვაწუხოს ყელის, ან თავის ტკივილმა, ესეთი დისკრიმინაციული მენტალობით, რას დამართებენ იმას!
შეზღუდული შესაძლებლობა არ არის დიაგნოზი, და არც შშმ პირები არ ვართ პაციენტები! ეს არის სოციალური პარადიგმა, რომელიც განიხილება უფლებრივ ჭრილში და არა სამედიცინო მოდელით, როგორც ნოზოლოგიები.
XXI საუკუნეში, ესეთი აზროვნება უკიდურესი სირცხვილია. ამიტომ, სათითაოდ გამოვიდნენ ამ ევგენიკურ ტექსტზე ხელმომწერი პირები და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას. არა მხოლოდ შშმ პირებს, არამედ მთლიანად, საზოგადოებას, რადგან მსგავსი შეურაცხმყოფელი და ფაშისტური აზროვნება ყველასათვის თანაბრად მიუღებელია!“, – წერს რატი იონათამიშვილი და „სქრინს“ აქვეყნებს.
0
0