02/10/2021
09:27
პოლიტიკა
მისი თქმით, არჩევნებში არის ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც საზოგადოებას ესაუბრებოდა იმაზე, როგორ წარმოუდგენია ქვეყნის განვითარება.
„თქვენ როგორც იცით, არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა ამ არჩევნებში, რომელიც საზოგადოებას ამ ორი თვის განმავლობაში ერთადერთი ესაუბრებოდა იმაზე, როგორ წარმოუდგენია ქვეყნის განვითარება, დედაქალაქის განვითარება, როგორ წარმოუდგენია მუნიციპალიტეტის განვითარება. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება მხარს დაუჭერს ამ პოლიტიკურ ძალას და ამ პოლიტიკური ძალის კანდიდატებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები მერებს ირჩევენ დედაქალაქსა და 63 მუნიციპალიტეტში. ასევე, მაჟორიტარების არჩევითა და პარტიებისთვის ხმის მიცემით, ამომრჩევლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს შემადგენლობას დააკომპლექტებენ.
0
0