15/11/2024
19:30
პოლიტიკა
ამ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სისტემურ, განგრძობად პროტესტს, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რესპუბლიკის მოედანზე მსვლელობის დაწყებამდე „ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.
ვაშაძის თქმით, მნიშვნელოვანია, მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ ამ არჩევნებს ხალხი არ ცნობს ლეგიტიმურად.
„ამ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ პროტესტს, სისტემურ, განგრძობად პროტესტს. ხან უფრო პატარა პროტესტი იქნება ორგანიზებული სხვადასხვა ჯგუფის მიერ, ხან უფრო დიდი პროტესტი, პოლიტიკური პარტიების მიერ. ერთი რამ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ყველაფერს ხედავს როგორც საქართველო, ისე მთელი მსოფლიო, რომ ჩვენ ამ არჩევნებს არ ვცნობთ ლეგიტიმურად, დღეს ხელისუფლება არის თვითმარქვია და ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
0
0