
ალტ-ინფოს წევრები 13 იანვარს სამი საათზე პარლამენტთან შეიკრიბნენ. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, აქციის მონაწილეები მსვლელობით ოპერის მიმდებარე ტერიტორიისკენ დაიძრნენ. ისინი ძველი ქალაქის სამმართველოში განცხადების შეტანას აპირებენ, რითაც ნატა ფერაძის დასჯას ითხოვენ. შემდეგ კი, სამების ტაძრისკენ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სალოცავად მიდიან.
აქციაზე გაიჟღერა ულტიმატუმმა სახელმწიფოს მიმართ, რომ ან სახელმწიფომ დასაჯოს აქტივისტი ნატა ფერაძე, ან ამას თავად ალტ-ინფო გააკეთებს.
საპატრიარქომ ალტ-ინფოს შეკრებამდე გაავრცელა განცხადება მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ და სასულიერო პირებს მოუწოდა, არ ჩაერთონ დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში.
“ცნობილი ხდება, რომ პარლამენტის შენობის წინ დღეს დაგეგმილი აქცია შესაძლოა, გადაიზარდოს პოლიტიკური ან დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში. სასულიერო პირებს საპატრიარქო მოუწოდებს, იმ შემთხვევაში თუ აქციამ მსგავსი სახე მიიღო, არ მიიღონ აღნიშნულ ქმედებებში მონაწილეობა”, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზე სოციალურ ქსელში.
0
0
შემოსავლების სამსახურის განცხადება
05/11/2025