
ჩვენ ძალიან მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, განვაგრძოთ საქართველოს კერძო სექტორის განვითარების მხარდაჭერა, – ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელმა, ალკის დრაკინოსმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი წელს 300 მილიონიან ინვესტიციას განახორციელებს საქართველოში.
„წელს ინვესტიციას ჩავდებთ 300 მილიონ ევროზე მეტს საქართველოს სხვადასხვა სექტორში – ინდუსტრიაში, ბანკებში, მცირე და საშუალო საწარმოებში. ასე რომ, ჩვენ საკმაოდ აქტიურები ვართ. ჩვენ ვკონცენტრირდებით, მონიტორინგი გავუწიოთ იმ პროექტების განვითარებას, რომლებიც უკვე გვაქვს. ჩვენ გვაქვს საკუთარი შესაძლებლობები და პრიორიტეტები. ასე რომ, ჩვენ ვუყურებთ იმას, რისი გაკეთებაც შეგვიძლია და განვაგრძობთ რეგიონული გავლენის პროექტების შესწავლას“, – განაცხადა დრაკინოსმა.
0
0
შალვა პაპუაშვილი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა
20/11/2025