
პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ლიდერმა, ალის ვაიდელმა განაცხადა, რომ მისი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ოფიციალური ბერლინი საგარეო პოლიტიკას რადიკალურად შეცვლის და რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე იზრუნებს.
სიტყვით გამოსვლისას, ვაიდელმა მკაცრად გააკრიტიკა უკრაინაში მიმდინარე ომი და მას გერმანიისთვის საფრთხის შემცველი უწოდა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ უკრაინაში ომის წარმოება აბსოლუტურად დამღუპველია და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისთვის უსაფრთხოების უდიდეს რისკს წარმოადგენს“, - აღნიშნა AfD-ის ლიდერმა.
მისივე თქმით, პარტიის მთავარი მიზანი გლობალურ მოთამაშეებთან დაბალანსებული და პრაგმატული ურთიერთობების აღდგენაა, რაც გერმანიის ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარეობს.
„გერმანიის ფედერალური მთავრობა, AfD-ის ხელმძღვანელობით, მხარს დაუჭერს რუსეთთან მშვიდობას - ინტერესთა ბალანსსა და დიალოგს როგორც რუსეთთან, ასევე აშშ-თან, და ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორთან - ჩინეთთანაც. აშშ და ჩინეთი ხომ ჩვენი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორები არიან“, - განაცხადა ალის ვაიდელმა.
0
0