15/07/2023
21:15
მსოფლიო
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრა 2 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა.
ფაშინიანის ოფისის თანახმად, შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, რომლებიც ეხება „მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის უკანონოდ ბლოკირების შედეგად გაღრმავებულ კრიზისს, დემარკაციის სამუშაოებსა და ორ ქვეყანას შორის საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რეგიონული სატრანსპორტო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განბლოკვას, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულირების შესახებ შეთანხმებას, მთიანი ყარაბაღის ხალხის უფლებებსა და უსაფრთხოებას, ასევე ტყვეებს, უგზო-უკვლოდ დაკარგულებს“.
ფაშინიანის ოფისი ასევე აღნიშნავს, რომ შეთანხმება იქნა მიღწეული განხილული საკითხების დარეგულირებაზე სამუშაოს გააქტიურებასთან დაკავშირებით.
0
0