
დღეს პროცესზე გამოიკითხება საქმის გამომძიებელი. მე ვინარჩუნებ ჩემს პოზიციას, ნამდვილად არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ. ვნახოთ, სასამართლო დაადგენს ყველაფერს, – ამის შესახებ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაში ბრალდებულმა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა, ალექსი ახვლედიანმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში თვითონ თორნიკე რიჟვაძე გეგმავს განცხადების გაკეთებას.
„როგორც ვიცი, უახლოეს დღეებში თვითონ თორნიკე გააკეთებს განცხადებას და უპასუხებს თითოეულ შეკითხვას. მასთან დაკავშირებით მე ვერაფერს გეტყვით, რადგან მაქვს ინფორმაცია, რომ უშუალოდ თორნიკე აპირებს, უპასუხოს კითხვებს. ალბათ ინტერვიუს მისცემს. ის ბრუნდება საქართველოში, არ აპირებდა არასდროს ქვეყნის დატოვებას, იცით, რა მიზეზითაც დატოვა ქვეყანა. უახლოეს პერიოდში დაბრუნდება და თვითონ გასცემს პასუხს ყველა კითხვას“, – აღნიშნა ახვლედიანმა.
0
0
ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა
27/10/2025