
კომისიის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა სახელმწიფო სტრუქტურებსა და საბანკო სექტორს შორის არსებულ ურთიერთობებზე „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის დროს.
ალექსანდრე ტაბატაძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიაზე მხოლოდ პოლიტიკური რეჟიმი კი არ იკვეთება, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებსა და საბანკო სექტორს შორის არსებული დანაშაულებრივი სინდიკატიც.
„ეს წლები რომ პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლი იყო ამდენი ადამიანი გასაგებია, მაგრამ აქ მოსული თითქმის ყველა ადამიანი და უფრო მეტად, როდესაც ბიზნესს ეხებოდნენ ისინი [ნაციონალური მოძრაობა] იკვეთება არა მარტო პოლიტიკური რეჟიმი, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებსა და საბანკო სექტორს შორის ერთგვარი დანაშაულებრივი სინდიკატი, რომლებიც მოქმედებდნენ შეთანხმებულად. ჩვენ აქ რაც მოვისმინეთ, მე არ ვიცი, წარმოუდგენელი რამ მოვისმინეთ, სადაც არც განაცხადი არსებობს, არც აუქციონზე გამოცხადებული ადამიანი არსებობს ამას წყვეტდნენ ისე, ან რა პროკურატურის გადასაწყვეტი იყო მისი სესხის აღება ან აუქციონში მონაწილეობა, ეს იყო მთელი უბედურება და ეს იყო დანაშაულებრივი სინდიკატი საჯარო მოხელეებსა და აი ამ კერძო სტრუქტურებს შორის. ამ შემთხვევაში ის ბანკები მყავს მხედველობაში, რომლებიც მათთან იყვნენ კავშირში და მათთან იყვნენ აპელირებული, არაერთი ასეთი შემთხვევაა“-განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.
0
0