
კომისია იმისთვის იქმნება, რომ კითხვებს, რომლებიც თუნდაც „ქართული ოცნების“ წევრებს აქვთ, პასუხები გავცეთ, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. ცოლ-ცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის დადგენილების პროექტის განხილვა მიმდინარეობს.
როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, იმედი აქვს, რომ კომისიის შექმნას ხელი არ შეეშლება, რადგან ეს ყველას ინტერესებში შედის.
მისივე თქმით, „უნდა განიწმინდოს ის, ვინც განსაწმენდელია და ბრალი დაუმძიმდეს მას, ვისთვისაც დასამძიმებელია“.
„კომისია იმისთვის იქმნება, რომ კითხვებს, რომლებიც თუნდაც „ქართული ოცნების“ წევრებს აქვთ, პასუხები გავცეთ. მე, მაგალითად, მართლა მაინტერესებს, ჰქონდა თუ არა ვაშაძეს „ქოლ-ცენტრი“. ეს რეალურად გავარკვიოთ და თუ მართალია ეს კაცი, ვნახოთ და თუ მართლა ძარცვავდა მოხუცებს, ამაზეც პასუხი გვეცოდინება. კეზერაშვილის შემთხვევაშიც ასეა. რა, BBC-ის ფილმი ვინმეს თვალში ეპატარავება? ჩვენ არ ვენდობით ჩვენს საგამოძიებო უწყებებს და სწორედ ამიტომ, მას შემდეგ რაც BBC-ზე გავიდა, გვინდა სიმართლე გავიგოთ. დღისით, მზისით ჭავჭავაძეზე, „აქსის თაუერსში“ ოფისი რომ ფუნქციონირებდა, ეს სუს-მა როგორ არ იცოდა? ამ კითხვებს გვინდა გავცეთ პასუხი. იმედია არ ვიხილავთ იმას, რაც აქამდე ვიხილეთ, როგორიცაა „რეგისტრაციას არ გავივლით, ამ კომისიას არ შეგაქმნევინებთ“... შევქმნათ კომისია და კითხვებს პასუხი გავცეთ. ეს თქვენს ინტერესშიც შედის და ჩვენსაშიც. უნდა განიწმინდოს ის, ვინც განსაწმენდელია და ბრალი დაუმძიმდეს მას, ვისთვისაც დასამძიმებელია“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
0
0
მოიგე 2 კაციანი საგზური FORMULA 1-ზე ბაქოში
09/06/2026